სექტემბერში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა

თურქეთის ექსპორტი სექტემბერში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 22,4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 18,3%-ით შემცირდა

1078862
სექტემბერში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა

თურქეთის ექსპორტი სექტემბერში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 22,4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 18,3%-ით შემცირდა.

საგარეო სავაჭრო დეფიციტი 77,1%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 869 მილიონი დოლარი შეადგინა.

თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციამ სექტემბერის თვის საგარეო ვაჭრობის დროებითი სტატისტიკა გამოაქვეყნა.   

სტატისტიკის მიხედვით, სექტემბერში ექსპორტი 14 მილიარდ 456 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე მეტი 1 მილიარდ 321 მილიონი დოლარის ექსპორტი გერმანიაში განხორციელდა.

იმპორტი კი 16 მილიარდ 326 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

იმპორტში 1 მილიარდ 721 მილიონი დოლარით პირველ ადგილზე რუსეთია.

ამავე პერიოდში საგარეო სავაჭრო დეფიციტი 1 მილიარდ 869 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

ექსპორტი იანვარ-სექტემბრის მონაკვეთში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7%-ით 123 მილიარდ 43 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ექსპორტი , #იმპორტი

მსგავსი ინფორმაციები