გერმანია უცხოელ კვალიფიციურ მუშახელს მიიღებს

პირველ ეტაპზე უცხოელებს 6 თვიანი ვიზა მიეცემათ

1060959
გერმანია უცხოელ კვალიფიციურ მუშახელს მიიღებს

 

გერმანიის მთავრობამ კვალიფიციური მუშახელის უცხოეთიდან უზრუნველყოფის მიზნით დაიწყო საკანონმდებლო სამუშაოები.

ამ საკითხზე შეიკრიბნენ წუხელ ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით, მთავრობის და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და შეთანხმება მიიღეს ახალ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს კვალიფიკაციის მქონე უცხოური შრომის ძალის ქვეყანაში შესვლას.

ამ შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრები კვალიფიციური ადამიანების გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობების მოძიების მიზნით მათ 6 თვის შესვლის უფლებას მისცემენ.

პირველი კრიტერიუმი პროფესიონალი უცხოელების დასაქმებაში არის, შესაბამისი დიპლომის ქონა და საჭირო დონეზე გერმანული ენის ცოდნა.

გარდა ამისა, ამავე კაცმა ასევე უნდა დაამტკიცოს, რომ მას აქვს თავის შენახვის უნარი და შესაძლებლობა რა, ამიტომაც გერმანიაში სამუშაოს ძებნის დროს სახელმწიფოსგან არ მიიღებს რაიმე დახმარებას.

ახლა ამ საკითხზე გერმანიის მთავრობა მჭიდროდ ითანამშრომლებს დამსაქმებლებთან და ის პირები, რომლებიც დააკმაყოფილებენ პირობებს, მათ გერმანიის საელჩო პირველ ეტაპზე 6 თვიან ვიზას მისცემთ



მსგავსი ინფორმაციები