რუსეთშიც იზრდება საპენსიო ასაკი

მის გასაპროტესტებლად მრავალ დიდ ქალაქში მოეწყო გამოსვლები

1046302
რუსეთშიც იზრდება საპენსიო ასაკი

 

რუსეთის სხვადასხვა დიდ ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად.

"ანტიკორუფციული ფონდის" დამფუძნებელი ოპოზიციის აქტივისტის, ალექსეი ნავალნის მხრიდან სოციალური ქსელებით მოწოდების საფუძველზე, ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა მრავალ ქალაქში, მათ შორის ყველაზე მეტი მოსკოვსა და სანკ-პეტერბურგში რა, მათ მკაცრად დაგმეს ახალი რეფორმა, რომელიც საპენსიო ასაკის მომატებას ითვალისწინებს.

დემონსტრანტები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი მთავრობის საწინააღმდეგო სლოგანებს გაჰყვიროდნენ და პოლიციამ ასობით მათგანი დააკავა.

საპენსიო რეფორმა მიმდინარე წლის 19 ივლისს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, დუმამ, ხმის უმრავლესობით მიიღო.

ეს რეფორმა მომდევნო წლის დასაწყისიდან საპენსიო ასაკის თანდათანობით გაზრდას მამაკაცებისათვის 60-დან 65 წლამდე,  ხოლო ქალებისათვის 55-დან  63 წლამდე ითვალისწინებს.

რამდენიმე ხნის წინ პუტინმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმის მიღება წლების განმავლობაში გადაიდო, რამაც ქვეყანაში ინფლაციისა და სიღარიბის გაზრდა გამოიწვია



მსგავსი ინფორმაციები