ამერიკის ყოფილმა ელჩმა სანქციები შეაფასა

როს ვილსონის განცხადებით, მისი ქვეყანა თურქეთის წინააღმდეგ დაწყებულ ეკონომიკურ ბრძოლაში წაგებული დარჩება

1032155
ამერიკის ყოფილმა ელჩმა სანქციები შეაფასა

ანკარაში ამერიკის ყოფილი ელჩის, როს ვილსონის განცხადებით, მისი ქვეყანა თურქეთის წინააღმდეგ დაწყებულ ეკონომიკურ ბრძოლაში წაგებული დარჩება და ეს ვითარება გავლენას იქონიებს საერთაშორისო ბაზრებზე.

ამერიკული Fox TV-ის გადაცემაში მონაწილე როს ვილსონმა ვაშინგტონის სანქციების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და დასძინა, რომ თუ უკან არ დაიხევენ ამ ვითარებას როგორც ამერიკაზე ასევე მსოფლიოზე უარყოფითი გავლენა ექნება.

როს ვილსონმა განაცხადა, რომ თურქეთის წინააღმდეგ სანქციები ორ დიდ რისკს შეიცავს. მისი აზრით, პირველი რისკია ორივე ქვეყნისათვის წლების მანძილზე მნიშვნელოვან ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა, მეორე კი თურქეთის ეკონომიკის გაუარესების სხვა ბაზრებზე უარყოფითი გავლენა.

ვილსონმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის წინააღმდეგ გადაწყვტილებები ამერიკის ინტერესებს დიდ ზიანს მიაყენებს და მის ქვეყანას უკან დახევისკენ მოუწოდა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ელჩი , #სანქციები

მსგავსი ინფორმაციები