ერდოღანმა სტამბოლის ახალი აეროპორტი მოინახულა

იგი მსოფლიოს ყველაზე უდიდესი აეროპორტი იქნება

997224
ერდოღანმა სტამბოლის ახალი აეროპორტი მოინახულა
istanbul yeni havalimani3.jpg
istanbul yeni havalimani2.jpg
istanbul yeni havalimani1.jpg

 

პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ, ტრანსპორტის, საზღვაო და კომუნიკაციების მინისტრ აჰმეტ არსლანთან ერთად, "TC-ANK" ტიპის თვითმფრინავით საცდელი დაშვება განახორციელა სტამბოლის ახალ, რიგით მესამე  აეროპორტში, სადაც მას შეხვედრა მოუწყეს აეროპორტის მშენებლებმა და თანამშრომლებმა, პილოტებმა, გამცილებლებმა და სხვა მოწვეულებმა.

თვითმფრინავი დაეშვა უკვე მზა პირველ ბილიკზე, რომლის სიგრძე 3750 მეტრია, ხოლო სიგანე კი 60 მეტრი.

ახალ აეროპორტში ტრადიცია არ დაარღვიეს და ერდოღანის თვითმფრინავმა გაიარა ორი სახანძრო მანქანის შუაში, რომლებმაც ასევე ტრადიციის მიხედვით ორი მხრიდან წყალი შეასხურეს აეროპორტში დაშვებულ პირველ თვითმფრინავს.

ერდოღანმა თვითმფრინავის კაბინიდან მიმართა დამხვდურებს და თქვა, რომ  ასეთი დიდი და ბრწყინვალე აეროპორტის მშენებლობის გამო, თავს ძალზედ ბედნიერად გრძნობს და იქვე ყველას მადლობა გადაუხადა აეროპორტის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის.

ეს აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე უდიდესი იქნება და მისი პირველი ეტაპი ექსპლოატაციაში მიმდინარე წლის  29 ოქტომბერს, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის შექმნის 95-ე წლისთავზე გადაეცემა.

ახალი აეროპორტი განთავსებულია 100 ათას კვადრატულ მეტრზე, დღეში 3500 თვითმფრინავი დაეშვება და აფრინდება, ექნება 25 ათას ავტომობილზე გათვალისწინებული სადღეღამისო სადგომი, 143 სამგზავრო გადასასვლელი და ხიდი, 42 კმ-იანი ბაგაჟის სისტემა, 5,5 მილიონი ტონის სატვირთო განყოფილება.

ამ აეროპორტში სავარაუდოდ 200 ათასზე მეტი კაცი დასაქმდება და მისი ექსპლოატაციაში მთლიანად გადაცემის შემდეგ წელიწადში 150 მილიონ მგზავრს მოემსახურება

 



მსგავსი ინფორმაციები