ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუგრძელა

ვადა გაგრძელებული სანქცია 2019 წლის 23 ივნისამდის გაგრძელდება

994421
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუგრძელა

 

რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის გამო, ევროკავშირი კიდევ ერთი წლით გაუგრძელებს მას ეკონომიკურ სანქციებს

ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ოკუპაციის გამო, რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციები კიდევ 1 წლით, 2019 წლის 23 ივნისამდე გაგრძელდა.

ამ სანქციებით აკრძალულია ყირიმსა და სევასტოპოლში  წარმოებული საქონლისა და პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტი და ამასთან, ამ რეგიონებში ინვესტიციების ჩადება. ანალოგიურად, ყირიმის კომპანიებს არ აქვთ ნებადართული ევროკავშირში წარმოებული ზოგიერთი საქონლის და ტექნოლოგიების იმპორტი.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბრიუსელი გააგრძელებს რუსეთის მხრიდან ყირიმის ოკუპაციის უკანონოს ცნობას და ამ მდგომარეობის დაგმობას, რადგან ამით მოსკოვი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.



მსგავსი ინფორმაციები