ჰოლანდიაში 2017 გაფიცვების წელი იყო

ჰოლანდიაში 2017 წელში, ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მეტი გაფიცვა მოეწყო

962342
ჰოლანდიაში 2017 გაფიცვების წელი იყო

ჰოლანდიაში 2017 წელში, ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მეტი გაფიცვა მოეწყო და ყველაზე მეტმა მუშამ მიიღო ამ გაფიცვებში მონაწილეობა.

ჰოლანდიის სტატისტიკის ბიუროს (CBS) მიერ მომზადებული ანგარიში მიხედვით, ქვეყანაში 2016 წელში 25, 2017 წელში კი 32 გაფიცვა მოეწყო.

2016 წელში გაფიცვებში მონაწილეობა 11 ათასმა ადამიანმა მიიღო, 2017 წელში კი ეს ციფრი 147 ათასამდე გაიზარდა.

გაფიცვები ხელფასებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ჩატარდა.

ქვეყანაში გასულ წელში გაფიცვების გამო, რომელშიც 50 ათასზე მეტი დაწყებითი კლასის პედაგოგი იღებდა მონაწილეობას, ბევრ სკოლაში სასწავლო პროცესი ერთი დღით შეწყდა.


საკვანძო სიტყვები: #ჰოლანდია , #გაფიცვა

მსგავსი ინფორმაციები