გუშინ მინისტრთა საბჭოს სხდომა გაიმართა

პენსიონერები, ამიერიდან წელიწადში ორჯერ პრემიებს მიიღებენ

961681
გუშინ მინისტრთა საბჭოს სხდომა გაიმართა

 

გუშინ მინისტრთა საბჭოს მორიგი შეკრება გაიმართა და მისი დასრულების შემდეგ პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ 2018 წლის 31 მარტამდე არსებული საჯარო ვალების დაფარვის ახლიდან  რესტრუქტურიზაცია მოხდება და ყველას გაუადვილებენ დარჩენილი ვალების გადახდას.

მისივე თქმით ასაკობრივ პენსიას ორმაგად გაზრდიან და იგი 500 ლირას მიაღწევს. “ჩვენ მივიღეთ დადგენილება, რომ პენსიონერებს ამიერიდან წელიწადში ორჯერ, რამაზან და კურბან ბაირამობის წინ 1000-1000 ლირის ოდენობის სადღესასწაულო პრემიები გადაეცეთ“, განაცხადა ილდირიმმა.

მისივე თქმით, იმ სტუდენტებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო ბოლო  7 წლის განმავლობაში უნივერსიტეტები ვერ დაასრულეს, შეიწყალებენ და მათ სწავლის გაგრძელების და დიპლომის აღების კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცემათ.

როგორც ცნობილია თურქეთში 26 ივნისს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია და საარჩევნო კამპანიის დაწყების პარალელურად მთავრობა მრავალ ახალ შეღავათიან და სასარგებლო ღონისძიებებს ახორციელებს.

მინისტრთა საბჭოს გუშინდელი შეკრება კი შეიძლება ბოლო სხდომა იყო, რადგან, არჩევნების შემდეგ თურქეთი საპრეზიდენტო სისტემაზე გადავა, პრემიერმინისტრის პოსტი აღარ იარსებებს  და მთავრობის ხელმძღვანელიც პრეზიდენტი იქნება



მსგავსი ინფორმაციები