ბრიუსელმა ფხენიანს სანქციები გაუფართოვა

“ეს სანქციები შეესაბამება გაეროს რეზოლუციებს“

946373
ბრიუსელმა ფხენიანს სანქციები გაუფართოვა

 

ევროკავშირი (EU) იტყობინება, რომ ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების გამომცდელი ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციების გაფართოება გრძელდება და იგი მთლიანად შეესაბამება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გაკეთებული წერილობით განცხადებებში აღინიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ შეზღუდული სანქციების რაოდენობა გაზარდეს.

ასე რომ, ევროკავშირის მიერ მიღებული დამატებითი სანქციით, არსებული აქტივები გაუყინეს ან ვიზაზე უარი უთხრეს 75 ორგანიზაციას და 80 ფიზიკურ პირს, ხოლო ამის პარალელურად ფხენიანის კუთვნილ 15 გემს აეკრძალა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პორტებში შესვლა.

ბრიუსელმა პირველი სანქციები ჩრდილოეთ კორეას 2006 წელს დაუწესა და მას შემდეგ ამ სანქციებს ნელ ნელა აფართოებს  



მსგავსი ინფორმაციები