მილიონერთა რიცხვი იზრდება

ანგარიშზე 1 მილიონი ან მეტი თურქული ლირის მქონე მეანაბრეთა რაოდენობა 2138-ით გაიზარდა

946027
მილიონერთა რიცხვი იზრდება

ანგარიშზე 1 მილიონი ან მეტი თურქული ლირის მქონე მეანაბრეთა რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 2 ათას 138-ით გაიზარდა და 141 ათას 118-ს მიაღწია.

გასული წლის ბოლოსთან შედარებით 2 ათას 138-ით გაზრდილი მილიონერების ანაბრების მთლიანმა რაოდენობამ 942 მილიარდ 966 მილიონ თურქულ ლირას მიაღწია. 2017 წლის ბოლოს კი ეს ციფრი 909 მილიარდ 979 მილიონი თურქული ლირა იყო. ერთ მილიონერზე საშუალოდ 6 მილიონ 682 ათასი ლირა მოდის.

ქვეყნის შიგნით მცხოვრები მილიონერების რაოდენობა წლის პირველ ორ თვეში 2017 წელთან შედარებით 1647-ით გაიზარდა და 128 ათას 616-ს მიაღწია. მათი მთლიანი ანაბარი კი 862 მილიარდ 566 მილიონი თურქული ლირაა.  

 



მსგავსი ინფორმაციები