ევროკავშირ-აშშ-ს შორის საგადასახადო კონფლიქტი გრძელდება

ევროკავშირმაც საბაჟო გადასახადები დაუწესა ამერიკულ პროდუქციას

931807
ევროკავშირ-აშშ-ს შორის საგადასახადო კონფლიქტი გრძელდება

 

ევროკავშირმა, აშშ-ს დამატებითი საბაჟო გადასახადების წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯები გადადგა. ევროკავშირის კომისიამ,  აშშ-ს მიერ ფოლადის და ალუმინის ნაწარმების იმპორტზე დაწესებული დამატებითი საბაჟო გადასახადების საპასუხოდ იმ პროდუქციის სია გამოაქვეყნა, რომლებზედაც საბაჟო გადასახადები გაზარდეს და ამ 10 ფურცლიან სიაში შედის სიმინდი, ლობიო, ბრინჯი, ფორთოხლის წვენი, თამბაქო, ჯინსები, ფეხსაცმელები, მოტოციკლეტები, იახტები, ნავები, მილები და სხვა ასობით ნაწარმი. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (NAFTA) ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების გამო კანადა და მექსიკა გადასახადებისგან განთავისუფლებულ იქნებიან და ამ სიას ახლა ავსტრალიაც დაემატა. ევროკავშირმაც მოუწოდა დონალდ ტრამპს, რომ საბაჟო გადასახადებისაგან გათავისუფლებულთა სიაში ისინიც შეეყვანა.



მსგავსი ინფორმაციები