აშშ-სა და ევროპას შორის დაძაბულობა იზრდება

ორივე მხარე ერთმანეთს გადასახადების გაზრდით ემუქრებიან

922407
აშშ-სა და ევროპას შორის დაძაბულობა იზრდება

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ევროპული ქვეყნები ამერიკის მხრიდან წარმოებულ ფოლადის და ალუმინის იმპორტზე დაწესებულ გადასახადებზე საპასუხო რეაგირებას მოახდენენ, მაშინ, ისინი ევროპული წარმოების სატრანსპორტო საშუალებებზე გადასახადებს დააწესებენ.

სოციალურ ქსელ Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში ტრამპი აღნიშნავს: "თუ ევროკავშირს სურს ისედაც მაღალი გადასახადების გაზრდა და ამით აშშ-ს კომპანიების ბიზნეს-საქმიანობისათვის ხელის შეშლას, მაშინ, ჩვენც მარტივად მოვიქცევით და ამერიკულ ბაზრებზე თავისუფლად შემომავალ ევროპულ ავტომობილებზე გადასახადებს დავაწესებთ.  ისინი შეუძლებელს ხდიან ჩვენი ავტომობილების უფრო დიდი რაოდენობით გაყიდვას, რაც დიდი სავაჭრო დისბალანსია".

ეკონომისტების აზრით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებულმა საბაჟო გადასახადებმა შეიძლება საპასუხო ნაბიჯები გამოიწვიოს, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება გამოიწვიოს გლობალური სავაჭრო ომი

ტრამპი ასევე ამტკიცებს, რომ მისი ქვეყნის სავაჭრო დეფიციტი წელიწადში 800 მილიარდი დოლარია, რასაც იწვევს "სულელური" სავაჭრო შეთანხმებები და პოლიტიკა.


"ჩვენი საქმიანობები და სიმდიდრე მიდის იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ ექსპლუატაციას ახდენენ და ისინი იცინიან თუ როგორი სულელი ლიდერები ჰყავს ამერიკას, მაგრამ, დროა ამას ბოლო წერტილი დაესვას", აღნიშნავს ტრამპი



მსგავსი ინფორმაციები