გერმანიას "აფრიკული ღორის შავი ჭირი" აშინებს

იგი უკანასკნელად ჩეხეთში დააფიქსირეს

888205
გერმანიას "აფრიკული ღორის შავი ჭირი" აშინებს

 

"აფრიკული ღორის შავი ჭირი", რომლის ვირუსიც პოლონეთსა და ჩეხეთში დაფიქსირდა და რომელიც ჯერ ჯერობით მთლიანად განადგურებული არ არის, შიშობენ, რომ შეიძლება  გერმანიაშიც გაჩნდეს.

ლაიფციგის უნივერსიტეტის ცხოველთა ჰიგიენისა და ვეტერინარული მეცნიერებების კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა უვე ტრიიანმა პრესისათვის გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ თუ უნდათ ხსენებული ჭირისგან თავის აცილება, მაშინ, ქვეყნის ღორის ფერმებში "აფრიკული ღორის შავი ჭირის" საწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომები უნდა გააძლიერონ.

"სიტუაცია ძალიან სერიოზულია, ვირუსი ვერ გაანადგურეს პოლონეთსა და ჩეხეთში. ისინი აქეთ მოეშურებიან, ჩემი აზრით გერმანულ ფერმებში გარედან არავინ არ უნდა შეუშვან“, აღნიშნა ტრიიანმა და გამოთქვა შეშფოთება რომ, ამ ჭირის გავრცელება გერმანიაში, ღორის ხორცით ვაჭრობას უდიდეს ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ამ ორგანიზაციის არა წევრ ევროპულ ქვეყნებშიც.

გერმანიის ფერმერთა ასოციაციის (DBV) ვიცე-პრეზიდენტმა ვერნერ შვარცმა კი განაცხადა, რომ ამ სფეროში მარტო გერმანიაში 24 ათასი ღორის ფერმა მოქმედებს, რომლებშიც 120 ათასი კაცი მუშაობს და ისინი მეტად შეშფოთებულნი არიან ამ მდგომარეობით.

აფრიკის პანდემიის შემთხვევა, რომელიც პირველად 2007 წელს საქართველოში გამოჩნდა, 2014 წლამდე პოლონეთს, უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებს მოედო.

უკანასკნელად ეს ვირუსი ჩეხეთში, გარეულ ღორებზე აღმოაჩინეს



მსგავსი ინფორმაციები