რუსებმა ანტალიაში რეკორდი მოხსნეს

11 თვეში ამ ქალაქს 4 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ესტუმრა

862312
რუსებმა ანტალიაში რეკორდი მოხსნეს

მიმდინარე წელს ანტალიას 4 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ეწვია და ამით ახალი რეკორდი დამყარდა.

რუსეთის ტურ ოპერატორთა ასოციაციამ (ATOR) განაცხადა, რომ 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ანტალიას 4.2 მილიონი რუსი ტურისტი სტუმრობდა და აქედან 3,7 მილიონმა ანტალიის აეროპორტით ისარგებლა, 500 ათასმა კი ალანიის.

აქამდე ყველაზე მეტი, 3,5 მილიონი რუსი ანტალიას 2014 წელს სტუმრობდა.

მოკლედ, რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი, 38,4%-ის ოდენობის ტურისტი მიავლინა ანტალიას,  მეორე ადგილზე 16,8-ით გერმანია მოდის, ხოლო 7,4%-ით მესამეზე უკრაინაა



მსგავსი ინფორმაციები