გაზპრომი “თურქული ნაკადის“ მშენებლობას აგრძელებს

“525 კმ-ზე მილები ჩალაგებულია“

854238
გაზპრომი “თურქული ნაკადის“ მშენებლობას აგრძელებს

გაზპრომმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს რუსეთის სახმელეთო ტერიტორიაზე დაიწყეს და შემდეგ შავ ზღვაზე გააგრძელეს ე.წ. თურქული ნაკადის პროექტის ფარგლებში ორ მარშრუტზე მილების დაგება და უკვე 520 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაასრულეს.

"ამჟამად სამუშაოები ორივე მაგისტრალზე გრძელდება. თურქული ნაკადის მშენებლობა ხელს შეუწყობს ბუნებრივი გაზის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და ამასთან ევროპის ენერგო უსაფრთხოებასაც გაზრდის", ხაზგასმულია გაზპრომის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები