გაზი გაიაფდება

ამის შესახებ თვით მინისტრმა განაცხადა

839598
გაზი გაიაფდება

სტამბოლში, ბუნებრივი გაზის საერთაშორისო კონგრესი გრძელდება და მასზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ბერათ ალბაირაქმა თქვა, რომ გაზი უფრო გაიაფდება და მის ფარგლებში მოსახლეობაც და მრეწველობაც უფრო იაფ აირს მოიხმარს.

მისივე თქმით, თურქეთის პირველი საბურღი გემი, პირველ ღრმა ჭაბურღილს ხმელთაშუაზღვაში მომავალ წელს გაჭრის და ამით ისიც აქტიურ როლს ითამაშებს გაზის მოპოვება დამუშავების ბაზარზე.

“ჩვენ დიდ ნაბიჯებს ვდგამთ ბუნებრივი აირის შენახვის საქმეშიც. ამ მიზნით  ნოემბერში ან დეკემბერში ექსპლოატაციაში გადავცემთ მეორე მცურავ LNG-ს სადგურს, ხოლო ამის პარალელურად თუზგოლის ტბის ქვეშ 10 მილიარდი კუბური მეტრის ტევადობის დიდი საწყობის მშენებლობის მეორე ეტაპს 2019 წელში დავასრულებთ“, ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა



მსგავსი ინფორმაციები