მოსკოვს “თურქული ნაკადის“ არეალის გაფართოება სურს

ამისათვის იგი ევროკავშირისგან გარანტიებს ითხოვს

837764
მოსკოვს “თურქული ნაკადის“ არეალის გაფართოება სურს

ევროპის ბიზნეს ასოციაციის (AEB) წარმომადგენლებთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი  ლავროვმა თქვა, რომ თუ ევროკავშირი საჭირო გარანტიებს მისცემს მოსკოვს, მაშინ, “თურქული ნაკადის“ სახელწოდების ბუნებრივი გაზის მაგისტრალი შეიძლება ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებშიც გაიყვანონ.

"თურქული ნაკადის მეორე არხის ევროკავშირის ტერიტორიაზე გაგრძელება, სრულიად დააკმაყოფილებს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მზარდ მოთხოვნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანას დიდი ინტერესი აქვს ამ მაგისტრალისადმი და ჩვენ მზად ვართ იგი სხვა ქვეყნების მიმართულებითაც გავაგრძელოთ, ოღონდ, წარსულის გამოცდილება გვაიძულებს, რომ ბრიუსელისგან მყარი გარანტიების აუღებლად სხვა ქვეყნებში არ დავიწყოთ ახალი მილსადენების გაყვანა“, განაცხადა ლავროვმა.

თურქული ნაკადის მაგისტრალი რუსეთში იღებს სტარტს და შავი ზღვის ფსკერზე გავლით თურქეთის ტერიტორიაზე შედის, აქედან კი სამხრეთ ევროპაში.

ამ მაგისტრალით თურქეთი წელიწადში 30 მილიარდ კუბურ მეტრ აირს მიიღებს და აქედან ნახევარს თავისი მოსახლეობისათვის მოიხმარს, ნახევარი კი ევროპის ქვეყნებში გაიტანება



მსგავსი ინფორმაციები