1800 წლოვანი ზეთისხილისგან ზეთი დაამზადეს

ეს ნახევარი ლიტრა ზეთი, 22 ათას ლირად გაიყიდა

827850
1800 წლოვანი ზეთისხილისგან ზეთი დაამზადეს

როგორც განაცხადეს იზმირის მახლობლად მდებარე სეფერიჰისარის მუნიციპალიტეტიდან, აქ გამართულ აუქციონზე 22 ათას ლირად გაიყიდა ნახევარ ლიტრიანი ზეითუნის ზეთი, რომელიც თეოსის ანტიკურ ქალაქში მდებარე 1800 წლოვანი ზეთისხილის ხისგან დაამზადეს.

ამავე ცნობით ამ რაიონში საერთო ჯამში 200-მდე ზეთისხილის ხეა, რომელთა ასაკი 500 წელზე მეტია და ამ წლოვანი ხეებისგან ტრადიციული მეთოდებით 137 ლიტრი ზეითუნის ზეთი გამოხადეს, რომელიც ამავე აუქციონზე 49 ათას ლირად გაიყიდა



მსგავსი ინფორმაციები