რუსეთი ერგინსკოეს ნავთობის საბადოსაც ჰყიდის

მისი ფასი 124 მილიარდი დოლარითაა განსაზღვრული

702475
რუსეთი ერგინსკოეს ნავთობის საბადოსაც ჰყიდის

რუსეთის მიწისქვეშა წიაღისეული სიმდიდრეების გამომყენებელმა ორგანიზაცია როსნედრამ (Rosnedra) განაცხადა, რომ რუსეთის ხმელეთზე მოქმედი ბოლო ყველაზე უდიდესი ნავთობის საბადოს, რომელიც დასავლეთ ციმბირის დაბა ერგინსკოეში მდებარეობს, გასაყიდად ტენდერი გამოაცხადეს და საწყისი ფასი 5,3 მილიადი რუბლიდან 7 მილიარდ რუბლამდე (124 მილიარდი დოლარი) გაზარდეს რა, ტენდერის ბოლო ვადად კი 12 მაისი გამოაცხადეს.

ამავე განცხადებით, ერგინსკოეს ნავთობის საბადოში C1 კატეგორიის ნავთობის რეზერვი 64 მილიონი ტონით, ხოლო  C2 კატეგორიისა კი 307 მილიონი ტონით არის განსაზღვრული. ტენდერში მონაწილეობას იღებენ რუსეთის ისეთი გიგანტი ფირმები, როგორებიც არიან Rosneft-ი, Gazprom-ი, Gazprom Neft-ი, Lukoil-ი, Novatek-ი, Surgutneftgaz-ი და ტენდერში გამარჯვებულს 7 ივნისს გამოაცხადებენ



მსგავსი ინფორმაციები