თურქეთის ავიახაზებით იაფი მგზავრობა

თურქეთის ავიახაზებით ბალკანეთში, კავკასიასა და უკრაინაში ორმხრივი ფრენების ფასი 109 დოლარიდან იწყება

661979
თურქეთის ავიახაზებით იაფი მგზავრობა

თურქეთის ავიახაზებით ბალკანეთში, კავკასიასა და უკრაინაში ორმხრივი ფრენების ფასი 109 დოლარიდან იწყება.

ბოლო 6 წლის მანძილზე „ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად“ არჩეული თურქეთის ავიახაზები სტამბოლიდან ბალკანეთში კლუჟში, ბუქარესტში, კონსტანცაში, ლუბლიანაში, პრიშტინაში, სარაევოში, ტირანაში, სკოპიეში, ზაგრებში, დუბროვნიკში 109, ბელგრადში, პოდგორიცაში 119, სოფიაში 129, ვარნასა და კიშინოვი 139, კავკასიაში ნახიჭევანში, განჯაში, თბილისში 129, ბათუმში 149, ბაქოში 179, უკრაინაში ზაპოროჟიესა და ლვოვში 119, ხერსონში და ოდესაში 159 და კიევში 169 დოლარიდან ორმხრივი ფრენების საშუალებას იძლევა.

შეზღუდული რაოდენობის ფასდაკლებული ბილეთების შეძენა დღეიდან 19 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო მგზავრობის თარიღი კი 9 თებერვლიდან 30 აპრილამდეა.

მგზავრებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მისამართზე www.turkishairlines.com და სატელეფონო ნომერზე 444 0 849.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთის ავიახაზები

მსგავსი ინფორმაციები