ანკარა ჩინურ დელეგაციას მასპინძლობს

განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები

603894
ანკარა ჩინურ დელეგაციას მასპინძლობს

თურქეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციებს შორის პირველი ურთიერთთანამშრომლობის შეკრება ანკარაში ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ დელეგაციების ხელმძღვანელებმა, ორივე ქვეყნის ვიცე პრემიერებმა, მეჰმეტ შიმშექმა და იანგ იანგმა ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს. მასპინძელმა ვიცე პრემიერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები ამომწურავად განიხილეს და შეთანხმდნენ პოლიტიკური ურთიერთობების ორმხრივი სარგებლიანობისა და ურთიერთნდობის საფუძველზე დაყრდნობის საკითხში, ამიტომაც, ანკარა ჩინეთის საწინააღმდეგო რაიმე ქმედებას ნებართვას არ მისცემს. მისივე თქმით ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასაც.

ვიცე პრემიერი მეჰმეტ შიმშექი თურქეთ-ჩინეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაზრდა-გაფართოების მიზნით შექმნილი “სამთავრობოთაშორისო თანამშრომლობის” კომიტეტის თანა თავჯდომარეს წარმოადგენს



მსგავსი ინფორმაციები