სსფ-ს კომიტეტის 34-ე შეკრება

წინა პლანზე იქნა წამოწეული გლობალური ზრდა

585634
სსფ-ს კომიტეტის 34-ე შეკრება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიური სხდომის ფარგლებში, 34-ე საერთაშორისო სავალუტო და საფინანსო კომიტეტის, შეკრება ჩატარდა აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში.

 წინა პლანზე იქნა წამოწეული გლობალური ზრდა.

შეკრების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, აღინიშნა, რომ გლობალურ ეკონომიკაში ზრდა და არასრულყოფილი განვითარება მიმდინარე წელსაც გაგრძელდა, მაგრამ ფინანსურ ბაზრებზე შემცირდა რისკები.

განცხადებაში, ყურადღება გამახვილდა ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკური პერფორმანსის  გაუმჯობესებაზე და აღნიშნა, რომ იგი, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც, ხელს შეუწყობს მომავალ წელს გლობალური ზრდის დაჩქარებას.

თუმცა, დაბალი გლობალური მოთხოვნა, სავაჭრო მოცულობა და ინვესტიციებთან ერთად მზარდი გეოპოლიტიკური რისკები, გააგრძელებს მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფით ზეგავლენას.

გლობალურ ზრდას საფრთხეს შეუქმნის უკანასკნელ ხანებში მზარდი შიგნით ორიენტირებული და პროტექციონისტული პოლიტიკა.

გამოითქვა რწმენა, რომ იმისათვის, რათა წარიმართოს ძლიერი, მდგრადი, დაბალანსებული ზრდა, სსფ-ს წევრი ქვეყნები  გამოიყენებენ ყველანაირ პოლიტიკურ შესაძლებლობებს.



მსგავსი ინფორმაციები