თსი-მა სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა

ინფლაციის ზრდა კლებულობს

581821
თსი-მა სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა

თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა სექტემბრის თვის საინფლაციო მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მისი მიხედვით ამ თვეში სამომხმარებლო ფასები 0,18%-ით, საწარმოო ფასები 0,29%-ით გაიზარდა, ხოლო მათ კვალობაზე წლიური ინფლაცია სამომხმარებლო ფასებში 7,28%-ით, საწარმოში 1,78%-ით გაიზარდა.

ამავე ცნობით სექტემბერში ყველაზე მეტად, 23,72%-ით კიტრის ფასმა მოიმატა, ყველაზე მეტად, 21,72%-ით კი თევზის ფასი დაეცა.

ფინანსთა მინისტრმა ნაჯი აღბალმა დადებითი შეფასება მისცა ამ მაჩვენებლებს და თქვა, რომ იგი პოზიტიურ ზეგავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე



მსგავსი ინფორმაციები