თურქეთის ავიახაზები ბილეთების გაუქმება-გადაცვლას გაამარტივებს

თურქეთის ავიახაზები ბილეთების გაუქმება-გადაცვლას გაამარტივებს

520500
თურქეთის ავიახაზები ბილეთების გაუქმება-გადაცვლას გაამარტივებს

თურქეთის ავიახაზები (THY), გუშინ სტამბოლში ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად მგზავრების ბილეთების გადაცვლა-გაუქმების პროცედურებს გაამარტივებს.    ავიახაზების მიერ გავრცელებული ინფორმაციით 28 ივნის-5 ივლისის დღეებში ათათურქის აეროპორტის გავლით ბილეთის მქონე მგზავრებს მიმდინარე წლის 31 ივლისამდე ბილეთის შეცვლის ან კიდევ გაუქმების პროცედურის განხორციელება უფასოდ შეეძლებათ.   მგზავრებს ასევე გამოუყენებელი ბილეთის უკან დაბრუნების საშუალებაც ეძლევათ. მგზავრებს ასევე ფრენების განხორციელებამდე თურქეთის ავიახაზების ოფიციალურ  ინტერნეტ საიტიდან გადამოწმება ესაჭიროებათ.



მსგავსი ინფორმაციები