ნაფტოგაზი რუსეთის მიერ შეთავაზებული ფასით მისგან ბუნებრივ აირს არ შეიძენს

უკრაინული ბუნებრივი აირის კომპანია ნაფტოგაზი რუსეთის მიერ შეთავაზებული ფასით მისგან ბუნებრივ აირს არ შეიძენს

508392
ნაფტოგაზი რუსეთის მიერ შეთავაზებული ფასით მისგან ბუნებრივ აირს არ შეიძენს

უკრაინული ბუნებრივი აირის კომპანია ნაფტოგაზი რუსეთის მიერ შეთავაზებული ფასით მისგან ბუნებრივ აირს არ შეიძენს.

ნაფტოგაზის ბიზნესის განვითარების დირექტორის იური ვიტრენკოს მიერ Facebook-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ფასი მაღალია.

„რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაზპრომი მესამე კვარტალში გაზს 177 დოლარად გაყიდის. ეს ღირებულება ფიქსირებასთან ერთად 182-183 დოლარი იქნება. აცხადებენ, რომ ეს ფასი საბაზრო ღირებულებაზე დაბალია. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. გუშინ გერმანულ ბაზარზე ივნისის თვის ფასი მაგალითად 173 დოლარზე ქვემოთ იყო. ამის გამო ამ პირობებში გაზპრომისგან ბუნებრივ აირის არ შევიძენთ. საჭირო ბუნებრივ აირს მთლიანად ევროპის ბაზარზე ვიყიდით.“ -ცგანაცხადა ვიტრენკომ.

მიმდინარე კირაში გაზპრომის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა აღნიშნა, რომ ნაფტოგაზმა ამ წლის მეორე ნახევრისა და მომდევნო წლის პირველი კვარტლისათვის ბუნებრივი აირი ოფიციალურად მოითხოვა.  



მსგავსი ინფორმაციები