Fed-ის ხელმძღვანელმა განცხადება გაავრცელა

“საპროცენტო განაკვეთს მომავალ თვეებში გავზრდით“

499214
Fed-ის ხელმძღვანელმა განცხადება გაავრცელა

როგორც იქნა აშშ-ს ცენტრალური ბანკის თავჯდომარემ ჯანეტ იელენმა საპროცენტო განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მომავალ თვეებში საპროცენტო განაკვეთის გაზრდას მიზანშეწონილად დაუშვებენ.

ეს განცხადება მან ჰარვარდის უნივერსიტეტში ეკონომისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით ქვეყნის ეკონომიკამ  ისეთ დონეს მიაღწია, როცა უმუშევრობის დონე სრულ დასაქმებად ითვლება, ხოლო  ინფლაციის დონე კი მიზნობრივ 2 პროცენტამდე დავიდა, რაც ასევე პროგრესის ნიშანია, აქედან გამომდინარე კი მომავალ თვეებში საპროცენტო განაკვეთის გაზრდაზე იზრუნავენ.

ამ განცხადების შემდეგ ევრო-დოლარის პარიტეტმა 1,140%-დან 2,126% დაიწია, რაც ამ ბოლო 2 თვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია



მსგავსი ინფორმაციები