ჩინეთმა მომავლის ავტობუსი შექმნა

"uber“ ავტობუსი ტრასებზე მომავალ წელს გამოჩნდება

497415
ჩინეთმა მომავლის ავტობუსი შექმნა

ჩინეთმა, მეტად შთამბეჭდავი და ეფექტური ე.წ. "uber“ ავტობუსის დიზაინი გაუზიარა საზოგადოებას.

ეს ავტობუსი, რომელიც მთლიანად უშველის და მოხსნის დედაქალაქის და სხვა დიდი ქალაქების ავტო საცობებს, პეკინის საერთაშორისო უმაღლესი ტექნოლოგიის გამოფენაზე აჩვენეს.

ჩვეულებრივ ავტობუსებზე უფრო მაღალი სიმაღლის და სიგანის უბერ ავტობუსი გზატკეცილების სანაპიროებზე გაწყობილ რელსებზე გაივლის, ე.ი. გზაზე არსებულ მანქანებს ზემოდან გაუვლის და ერთმანეთის მიმართ არავითარი დაბრკოლება არ ექნებათ, რადგან უბერ ავტობუსი მეტროს სისტემაზე იმუშავებს.

ამ ახალი ავტობუსის დიზაინერის, ინჟინერ ბაი ზიმინგის თქმით უბერ ავტობუსს ერთდროულად 1200 მგზავრის გადაყვანა შეეძლება, იგი მზის ენერგიით იმუშავებს და ამიტომ ბუნების მეგობარიც იქნება და ამასთან გაცილებით იაფიც ეღირება.

მომავლის ავტობუსი ჩინეთის გზებზე მომავალი წლიდან გამოჩნდება



მსგავსი ინფორმაციები