ისრაელში ბუნებრივი აირის ხელშეკრულება გააუქმეს

ისრაელში ბუნებრივი აირის ხელშეკრულება გააუქმეს

459632
ისრაელში ბუნებრივი აირის ხელშეკრულება გააუქმეს

ისრაელში ბუნებრივი აირის ხელშეკრულება გააუქმეს.

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ, მთავრობის მიერ ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებისათვის ამერიკულ და ებრაულ ორ ენერგო კომპანიასთან ხელმოწერილი შეთანხმება „პრობლემურად“ აღიარა.

სასამართლომ ხელშეკრულების პარლამენტში ხელახლა განხილვისათვის მთავრობას ერთ წლიანი ვადა მისცა.

გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებული იქნა „ხელშეკრულების ადმინისტრაციული სამართლის წესების საწინააღმდეგოდ დამტკიცება და მონოპოლიური უფლებამოსილის მიერ მოსაზრებების შეზღუდვა“.

უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვტილება ადგილობრივ პრესაში ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს „დამარცხებად“ იქნა შეფასებული.

იმის გამო, რომ ისრაელის უზენაესი სასამართლო ქვეყნის უმაღლესი სასამრთლო ორგანოა, მისი გადაწყვტილებების შესრულება აუცილებელია.

სასამართლოს გადაწყვეტილებზე პრემიერმა ნეთანიაჰუმ მწვავე რეაქცია გამოხატა და დასძინა, რომ „ხმელთაშუა ზღავში არსებული ბუნებრივი აირის რეზერვებთან დაკავშირებულ მცდელობებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას.“



მსგავსი ინფორმაციები