Fitch Ratings-ის შეფასებები

Fitch Ratings-ის შეფასებები

443293
Fitch Ratings-ის შეფასებები

საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის ორგანიზაცია Fitch Ratings-ის დირექტორმა და თურქეთის ანალიტიკოსმა პოლ გემბლემ აღნიშნა რომ თურქეთში ბოლო 6 თვეში სტაბილურობა შეიქმნა და დაამატა: „დაბალმა ნავთობის ფასებმა ღია დეფიციტის შემცირება უზრუნველყო. მეორეს მხრივ ღია დეფიციტის ფინანსების კუთხითაც ხდება განვითარება. ფინანსური მხარეც შედარებით პოზიტიურია. სახელმწიფო დავალიანება ეროვნულ შემოსავალთან მიმართებაში შემცირდა“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ვითარება წინა 6 თვესთან შედარებით უფრო სტაბილურია, თუმცა გეოპოლიტიკური რისკები გაიზარდა. პოლ გებლეს თქმით, ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე უკეთესია და 2015 წელი ძლიერი წელი გამოდგა, 2016 წელიც ზრდის კუთხით კარგი იქნება და იგი სავარაუდოდ 3,5% იქნება.


საკვანძო სიტყვები: #Fitch Ratings , #თურქეთი , #ეკონომიკური ზრდა

მსგავსი ინფორმაციები