დავოსში დაიწყო მსოფლიოს 46-ე ეკონომიკური ფორუმი

შვეიცარიის ქალაქ დავოსში დაიწყო მსოფლიოს 46-ე ეკონომიკური ფორუმი, რომელიც გაგრძელდება 4 დღე

423663
დავოსში დაიწყო  მსოფლიოს 46-ე ეკონომიკური ფორუმი

შვეიცარიის ქალაქ დავოსში დაიწყო მსოფლიოს 46-ე ეკონომიკური ფორუმი, რომელიც გაგრძელდება 4 დღე

წლევანდელი ფორუმის მთავარი განხილვის საკითხები იქნება ლტოლვილთა კრიზისი, საერთაშორისო ტერორიზმი, ნავთობის ფასების დაცემა, გლობალურ ზრდაში არსებული პრობლემები.

ფორუმზე, სადაც თურქეთს წარადგენს პრემიერი აჰმედ დავუთოღლი, პირველად განსახილველ თემებს შორის არის კვიპროსიც. სპეციალურ სხდომაზე, ერთმანეთს შეხვდებიან სამხრეთ და ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერები და დებატებს გამართავენ კვიპროსის მომავლის შესახებ.

წლევანდელ, 46-ე ფორუმზე, მონაწილეობს დაახლოებით 40 ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის ლიდერების, ეკონომიკის სამყაროს პრიორიტეტული პირების და მეცნიერების ჩათვლით 2.500 ადამიანი.

ჩატარდება 300-დე სხდომა. ფორუმის გამო წინასწარ იქნა მიღებული უმაღლესი უსაფრთხოების ზომები. დაცვაში 5 ათას სამხედროსთან ერთად, 46 კმ-იანი საჰაერო სივრცე ფრენისთვის აკრძალულ ზონად იქნა გამოცხადებული. უსაფრთხოების ძალები მზად ყოფნაში არიან ბიოლოგიური და ქიმიური იარაღების წინააღმდეგ. თურქეთი, წელს დავოსში, განსხვავებულ ღონისძიებასაც მოაწერს ხელს და მონაწილეებს გააცნობს 12 ათასი წლის წინანდელ გობექლითეფეს ტაძარს.



მსგავსი ინფორმაციები