FED-მა საბანკო პროცენტი არ შეცვალა

საფონდო და სავალუტო ბაზრებმა თავისუფლად ამოისუნთქეს

351384
FED-მა საბანკო პროცენტი არ შეცვალა


მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობა მოუთმენლად ელოდა გუშინ საღამოს აშშ-ს ცენტრალური ბანკის მხრიდან საბანკო პროცენტის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას და ეს ცვლილება არ განხორციელდა რა, FED-ის თავჯდომარის ჯანეტ იელენის თქმით, საერთაშორისო მოვლენების მხედველობაში მიღებით მათ მიიღეს დადგენილება, ჯერ ჯერობით უცვლელად, კვლავ 0,25%-ზე დასტოვონ საპროცენტო განაკვეთები.

მთავარ მოტივაციად კი ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება, გლობალურ საფონდო და სავალუტო ბაზრებზე მკაცრი ტალღები და ინფლაციის დაცემა იქნა ჩვენებული.

ამის პარალელურად ფედმა აშშ-ს ეკონომიკის ზრდის სავარაუდო მაჩვენებელი 2%-დან 2,1%-ზე ასწია, ხოლო საინფლაციო მაჩვენებელი კი 0,8%-დან 0,4%-ზე დაიყვანა.

იელენის განცხადების შემდეგ მსოფლიოს საფონდო და სავალუტო ბაზრებმა თავისუფლად ამოისუნთქეს და დოლარის ფასმა კლება დაიწყო


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები