საბერძნეთი მესამე ეკონომიკური პაკეტისათვის კრედიტორებს შეუთანხმდ

საბერძნეთი მესამე ეკონომიკური პაკეტისათვის კრედიტორებს შეუთანხმდა

322935
საბერძნეთი მესამე ეკონომიკური პაკეტისათვის კრედიტორებს შეუთანხმდ

საბერძნეთი მესამე ეკონომიკური პაკეტისათვის კრედიტორებს შეუთანხმდა.

პაკეტს საბერძნეთის პარლამენტში კენჭს ოთხშაბათს ან ხუთშაბათს უყრიან, პარასკევს კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ.

მხარეები ცდილობენ შეთანხმების მიღწევა 20 აგვისტომდე მოხდეს, რადგანაც ამ დღეს საბერძნეთი ევროკავშირის ცენტრალურ ბანკს 3 მილიარდ 200 მილიონი ევროს დავალიანებას გადაუხდის.

კრედიტორებმა ეკონომიკური პაკეტისათვის ათენს ახალი ეკონომიკური ღონისძიებებზე თანხმობის გამოცხადების პირობა წაუყენეს.

მხარეები ახალი დამოუკიდებელი საპრივატიზაციო ფონდის სტრუქტურაზეც შეთანხმდნენ.

ახალი პაკეტის რაოდენობა, სავარაუდოდ, 86 მილიარდი დოლარი იქნება, თუმცა ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა და სსფ-მა საბერძნეთს მთლიანობაში 240 მილიარდი დოლარის ღირებულების 2 პაკეტის გამოუყვეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები