საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო რეფორმების პაკეტი

მისი ბედი ხვალ გადაწყდება

378917
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო რეფორმების პაკეტი


საბერძნეთის პარლამენტმა უმრავლესობით, 251 ხმით 32-ის წინააღმდეგ მიიღო რეფორმების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას და რომელიც უკვე წარედგინა კრედიტორებს.

ამ პაკეტით ათენი რეფერენდუმამდე გათვალისწინებულზე უფრო მეტ დათმობებზე მიდის, რამაც ქვეყანაში კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა.

ასე მაგალითად, საბერძნეთმა უნდა გაყიდოს ზოგიერთი კუნძული, ხოლო ამის პარალელურად მრავალ საქონელზე და პროდუქციაზე დღგ-ს დონეც უნდა გაიზარდოს.

ეს პაკეტი 2018 წლამდე მთავრობის მხრიდან 12 მილიარდი ევროს მომჭირნეობასაც ითვალისწინებს.

ახლა ამ პაკეტს დღეს ევროზონის შეკრებაზეც განიხილავენ და მას დამატებებით და ახალი რედაქციით შემდეგ კვლავ ახლიდან წარუდგენენ კენჭისსაყრელად საბერძნეთის პარლამენტს.

საბერძნეთის მდგომარეობას ხვალ ევროკავშირის ლიდერები საბოლოოდ განიხილავენ და საბოლოო დადგენილებას გამოიტანენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები