თურქეთი წელს ტურიზმისაგან 36 მილიარდი დოლარის მოგებას ელის

გასულ წელს ეს ციფრი 34 მილიარდი იყო

324746
თურქეთი წელს ტურიზმისაგან 36 მილიარდი დოლარის მოგებას ელის


როგორც განაცხადა თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის თავჯდომარემ ბაშარან ულუსოიმ, მიმდინარე წელს ამ სექტორში 36 მილიარდი დოლარის მოგებას ელიან.

მისივე თქმით ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისა და დამსვენებლების მხრიდან ყველაზე მეტი მოთხოვნები სტამბოლზე, ანტალიაზე, ალანიაზე, ქემერზე, ბელექზე, მარმარისზე, ბოდრუმზე და ჩეშმეზე მოდის.

“ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და საერთოდ რეგიონში მიმდინარე არასტაბილურობის მიუხედავად გასული წელი წარმატებით დავასრულეთ და ტურიზმიდან 34 მილიარდი დოლარი მოგება ვნახეთ, რითაც მთელს მსოფლიოში მე-12 ადგილზე გადავინაცვლეთ, ხოლო 41 მილიონი უცხოელი ტურისტით მსოფლიოში მეექვსე ადგილზე გადავინაცვლეთ“, განაცხადა ულუსოიმ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები