ათენს ევროპელების არ სჯერა

“IMF არის პასუხისმგებელი საბერძნეთის დღევანდელ მდგომარეობაზე“

307006
ათენს ევროპელების არ სჯერა


საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა “სირიზას“ პარტიელი პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპული ორგანიზაციები ათენისგან ირაციონალური მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ, რითაც სურთ ბერძენი ხალხის დამცირება.

მან ყველაზე მკაცრად საერთაშორისო სავალუტო ფონდი IMF დაგმო, რომელიც მისი აზრით საბერძნეთის დღევანდელ მდგომარეობაზე ყველაზე მეტად აგებს პასუხს.

ციპრასის თქმითვე ათენი ბოლომდის გააგრძელებს მოლაპარაკებებს კრედიტორებთან, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ IMF-ს პროგრამას და მოთხოვნებს.

ექსპერტების აზრით კი, თუ ათენი არ შეთანხმდება კრედიტორებთან, მაშინ, იგი დეფოლტის პირისპირ დადგება, ამიტომაც, აშშ-ს ხაზინის მინისტრმა ჯეკ ლეიმ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ციპრასი, რომ სერიოზული ნაბიჯები გადადგას კრედიტორებთან შეთანხმების საკითხში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები