მინი სამიტი გერმანიაში

ბერლინში საბერძნეთის საკითხი განიხილეს

301735
მინი სამიტი გერმანიაში


ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ გერმანიაში და განიხილეს საბერძნეთის დეფოლტიდან გამოყვანის საკითხი, რომელზედაც მიიღეს დადგენილება, რომ გააგრძელონ ათენთან მოლაპარაკებები.

ბერლინის შეკრებაში მონაწილეობა მიიღეს კანცლერმა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა, ევროკავშირის კომისიის თავჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა, ევროპის ცენტრალური ბანკის თავჯდომარემ მარიო დრაგიმ და სსფ-ის თავჯდომარემ კრისტინე ლაგარდმა.

ვალებთან მებრძოლი საბერძნეთის მთავრობა დეფოლტის თავიდან ასაცილებლად 7 მილიარდზე მეტ ევროს კრედიტს ელოდება, მაგრამ, ამ კრედიტის გასაცემად მისგან ზოგიერთი რეფორმების განხორციელებას ითხოვენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები