ალი ბაბაჯანი ვაშინგტონშია

ბაბაჯანი სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

239745
ალი ბაბაჯანი ვაშინგტონშია


ვიცეპრემიერი ალი ბაბაჯანისაერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში იმყოფება.

ბაბაჯანმა დიდი ოცეულის ბანკებისა და ცენტრალური ბანკების შეკრებაზე „გლობალური ეკონომიკის“ სახელწოდების სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დიდი ოცეულისთვის მთავარი მაკრო ეკონომიკის კოორდინაციის მხარდაჭერა უნდა იყოს. მისივე თქმით, კარგად დიზაინირებული მაკრო ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად კრიტიკული მნიშვნელობისაა სტრუქტურული რეფორმებიც.

ბაბაჯანმა აღნიშნა, რომ დიდი ოცეულის თავმჯდომარეობა არა როტაციით, არამედ არჩევნებით განისაზღვრება, თურქეთი ამ თანამდებობაზე სამი წლის წინ იქნა არჩეული და ამ პერიოდის მანძილზე თურქეთის პრიორიტეტი ყოვლის მომცველობა, განხორციელება და ინვესტიციები იქნება.

ვიცეპრემიერი ალი ბაბაჯანი საქმიან სადილზე შეხვდა დიდი ოცეულის განვითარებადი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ბანკების წარმომადგენლებს. ამ სადილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდიც ესწრებოდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები