გაზიანთეფი PENTEX-ს უმასპინძლებს

იგი 19-20 თებერვალს გაიმართება

221085
გაზიანთეფი PENTEX-ს უმასპინძლებს


თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი გაზიანთეფი 19-20 თებერვალს მორიგ მსუბუქი მრეწველობისა და ტექნოლოგიის გამოფენას, PENTEX-ს უმასპინძლებს, რომელზეც თავის ნაწარმს გამოფენს 160-მდე თურქული ფირმა.

ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მზა ტანსაცმელი, ბამბის და ტყავის პროდუქტები, ლაზერული ჭრის და ციფრული ბეჭდვის მანქანები, სამკერვალო ტექნოლოგია და საღებავები, დამხმარე ნივთიერებების ფართო სპექტრი და ა.შ. გარდა ამისა აქვე პროფესიული გამოცემებიც იქნება ნაჩვენები.

ამ გამოფენაზე ვიზიტორებს ელიან არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, არამედ კავკასიიდან, ბალკანეთიდან და რუსეთიდანაც.

ამავე გამოფენის ფარგლებში მზა ტანსაცმლის და ქსოვილების კოლექციის ჩვენებაც გაიმართება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები