საფრანგეთი 24 "Rafael"-ს მიაწვდის ეგვიპტეს

კონტრაქტის ღირებულება 5,2 მილიარდი დოლარია

220620
საფრანგეთი 24 "Rafael"-ს მიაწვდის ეგვიპტეს



ეგვიპტემ და საფრანგეთმა გუშინ კაიროში ხელი მოაწერეს სამხედრო შეთანხმებას, რომლის ფარგლებში საფრანგეთი 5 მილიარდ 200 მილიონი დოლარის ღირებულების 24 ცალ “Rafael“-ის ტიპის გამანადგურებლებს მიაწვდის ეგვიპტეს.

ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან ივ ლო დარიანმა განაცხადა, რომ ეგვიპტე გახდა მთელს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელსაც მიჰყიდეს ფრანგული გამანადგურებლები.

ეგვიპტის თავდაცვის მინისტრის სიდკი სუპჰის თქმით კი 24 გამანადგურებლის გარდა საფრანგეთისგან 1 ცალ სამხედრო კრეისერსაც იყიდიან და გააძლიერებენ სამხედრო ფლოტსაც.

საფრანგეთი ხსენებულ გამანადგურებლებს 1986 წლიდან აწარმოებს და მის ექსპორტს უცხოეთში პირველად მოახდენენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები