ერაყში უარესდება ეკონომიკური მდგომარეობა

ნავთობის სამინისტროს განცხადებით, უკანასკნელ ერთ თვეში ნავთობის ექსპორტის შემოსავალი შემცირდა 2 მილიარდი დოლარით,

219769
ერაყში უარესდება ეკონომიკური მდგომარეობა

ერაყი, სადაც ვერ ხდება პოლიტიკური სტაბილურობის დამყარება, უარესდება ეკონომიკური მდგომარეობა.
წინა თვესთან შედარებით, გასულ თვეს ნავთობის ექსპორტი შემცირდა 2 მილიარდი დოლარით.
ერაყის ნავთობის სამინისტროს განცხადებით, უკანასკნელ ერთ თვეში ნავთობის ექსპორტის შემოსავალი შემცირდა 2 მილიარდი დოლარით, ე.ი სამი მილიარდ 200 მილიონი დოლარით, ეს კი ნიშნავს ნავთობის ექსპორტის, წინა თვესთან შედარებით, 12,4 %-ით შემცირებას და 78 მილიონ 600 ათას ბარელამდე დაწევას.
ამის მიზეზად სახელდება სამხრეთის პორტებში უამინდობა და ნავთობის ფასების დაცემა.
ერაყი, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ნავთობის რეზერვების მქონე რიგით მეოთხე სახელმწიფოდ ითვლება, შემოსავლის დაახლოებით 95 %-ს ნავთობის გაყიდვით ახდენს.
მან, 2015 წლის ბიუჯეტი მოამზადა ბარელზე 56 დოლარის ბაზაზე.
მთავრობას, მიმდინარე წლის ექსპორტისთვის განსაზღვრული ჰქონდა სამი მილიონ 300 ათასი ბარელის ნავთობი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები