დაძაბულობა ევროკავშირსა და საბერძნეთს შორის ღრმავდება

“დახმარებას სხვა ქვეყანას მოვთხოვთ“

215917
დაძაბულობა ევროკავშირსა და საბერძნეთს შორის ღრმავდება


ყოველდღიურად უფრო ღრმავდება დაძაბულობა ევროკავშირსა და საბერძნეთს შორის, რადგან, ბრიუსელმა არ მიიღო ათენის თხოვნა ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე.

აქედან გამომდინარე საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა პანოს კამმენოსმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი არ მოახდენს ათენის ვალის რესტრუქტურიზაციას და გერმანია გააგრძელებს საბერძნეთისადმი ხისტ პოლიტიკას, მაშინ, ისინი სათადარიგო გეგმაზე გადავლენ რა, რომელიმე სხვა ქვეყანას მოსთხოვენ ფინანსურ დახმარებას და ამ მესამე ქვეყნებს შორის შეიძლება აშშ, რუსეთი, ჩინეთი ან სხვა ქვეყანა იყოს.

ათენისადმი დახმარების საკითხში მეტად კრიტიკული იქნება ევროზონის ფინანსთა მინისტრების ხვალინდელი შეკრება ბრიუსელში, რომელზედაც ათენი თავის ახალ წინადადებებს წამოაყენებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები