წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია თურქმენ დევნილებს ეხმარება

წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია თურქმენ დევნილებს ეხმარება

212389
წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია თურქმენ დევნილებს ეხმარება

წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია თურქმენ დევნილებს ეხმარება.

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია ერაყის დედაქალაქ ბაღდათში მოსულიდან და ტელაფერიდან ჩასულ 300 თურქმენ დევნილს საკვები პროდუქტებით დაეხმარა.

წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ერაყის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა შაფაკ ლოსტარმა განაცხადა, რომ ერაყის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ბაღდათში, ქერბელასა და ნეჯეფში მყოფი ერაყელი ლტოლვილების დახმარებას გააგრძელებენ.

ლოსტარის თქმით, წითელმა ნახევარმთვარემ ერაყის სამხრეთში დევნილთა შესაფარებლად ათასი კონტეინერი მოამზადა.

ერაყში შეტაკებების დაწყებიდან ანუ ივნისიდან დღემდე თურქეთი ჰუმანიტარულ სამუშაოებს ატარებს და ამ ფარგლებში რეგიონში 725 ტრაილერით დახმარება გაიგზავნა. ამასთანავე თურქეთმა დოჰუკში 20 ათასზე მეტი დევნილისათვის ორი თანამედროვე ბანაკი გახსნა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები