საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი მიშელ საპინი მის ქვეყანაში ვიზიტით

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი მიშელ საპინი მის ქვეყანაში ვიზიტით მყოფ საბერძნეთის ფინანსთა მინისტრს იანის ვარუფაკის პარიზში შეხვდა

206792
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი მიშელ საპინი მის ქვეყანაში ვიზიტით

საფრანგეთიფინანსთა მინისტრი მიშელ საპინი მის ქვეყანაში ვიზიტით მყოფ საბერძნეთის ფინანსთა მინისტრს იანის ვარუფაკის პარიზში შეხვდა.

საპინმა განაცხადა, რომ საჭიროა ევროკავშირის მიმართ საბერძნეთის დავალიანების რესტრუქტურიზაცია. მისივე თქმით, საბერძნეთს რეფორმების საკითხში დრო სჭირდება და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ქვეყანა ევროზონაში დარჩება.

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა ვარუფაკისმა კი აღნიშნა, რომ კრედიტის ახალი პაკეტი არ უნდათ.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ საჭიროა პატივი სცენ ბერძენი ხალხის არჩევანს და დამსჯელი ქამრის მოჭერის პოლიტიკა უკვე ევროკავშირის პროექტი ვეღარ იქნება. მისივე თქმით, საფრანგეთმა მოვალეობების შესრულებისა და ევრო ზონაში დარჩენისათვის საბერძნეთი უნდა წაახალისოს.

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი აღნიშნა, რომ საბერძნეთში ქამრის მოჭერის პოლიტიკის გატარებამ შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები