OPEC-მა არ მიიღო ნავთობის მიწოდების შემცირების შესახებ წინადადებ

ნავთობის მწარმოებელი 12 ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი, გუშინ შეუერთდა OPEC-ის სხდომას

208740
OPEC-მა არ მიიღო ნავთობის მიწოდების შემცირების შესახებ წინადადებ

OPEC-მა არ მიიღო წინადადება შეამციროს ნავთობის მიწოდება, რის შემდეგაც ნავთობის წარმოება გაგრძელდება უწინდელი სახით.
ნავთობის მწარმოებელი 12 ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი, გუშინ, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია OPEC-ის სხდომას შეუერთდა ავსტრალიის დედაქალაქ ვენაში.
სხდომის მთავარი საკითხი იყო უკანასკნელი 4 წელიწად ნახევრის ყველაზე დაბალი ნავთობის ფასი.
სხდომაზე უკანასკნელად სიტყვა თქვეს სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლებმა.
ოპეკმა კი არ მიიღო მათი წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ნავთობის მიწოდების შემცირებას, რის შემდეგაც ნავთობის წარმოება გაგრძელდება უწინდელი სახით.
ნავთობის ფასი უკანასკნელ სამ თვეში 30 %-ით შემცირდა, რამაც სანქცია დაწესებული ირანის და რუსეთის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
მონაწილე ქვეყნების შეხვედრაში, მაშინ როცა ირანმა, ნიგერიამ და ვენესუელამ, მოითხოვა წარმოების შემცირება, წინააღმდეგობა შეუქმნეს საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამირატოებმა.
ასე, რომ, OPEC-ს არა წევრი რუსეთის მცდელობამ დაიყოლიოს ქვეყნები წარმოების შესამცირებლად უშედეგო გამოდგა. პოლიტიკოსი დამკვირვებლები გამოთქვამენ იდეას, რომ აშშ-ი და მოკავშირე სპარსეთის ყურის ქვეყნები, ფასების შემცირებით ცდილობენ ირანის და რუსეთის გასაჭირში ჩაგდებას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები