უთანხმოება ტრანზიტების გამო

ირანსა და თურქეთს შორის სატვირთო მანქანების ტრანზიტის საკითხში არსებული პრობლემები აღმოიფხვრება

191469
უთანხმოება ტრანზიტების გამო

ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ განაცხადა, რომ თურქეთის შეთავაზებას, სატვირთო მანქანების ტრანზიტის დროს ორმხრივად განხორციელდეს საწვავის ავზების დალუქვა, ირანმა დადებითად უპასუხა.

ქალაქ დენიზლიში ჟურნალისტებთან საუბრის დროს ზეიბექჩიმ აღნიშნა, რომ თურქეთსა და ირანს შორის ტრანზიტზე არსებული უთანხმოება, რაც ექსპორტზე უარყოფითად აისახება, მომდევნო დღეებში აღმოიფხვრება.

მისივე თქმით, ირანიდან გადმომსვლელი ან პირიქით, გადამსვლელი სატვირთო მანქანებიდან საზღვარზე საწვავის ფასის განსხვავების სახელთ თანხას იღებდნენ, რის გამოც პრეზიდენტმა ერდოღანმა ორმხრივად საწვავის ავზების დალუქვის წინადადება წამოაყენა.   


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები