თურქეთის ავიახაზები წარმატებებს ზრდიან

10 თვეში 144 მილიონ კაცს მოემსახურნენ

181725
თურქეთის ავიახაზები წარმატებებს ზრდიან


თურქეთის სახელმწიფო აეროპორტების ადმინისტრაციის DHMİ-ის გენერალურმა დირექციამ ოქტომბრის თვის ავიახაზების მგზავრთა და საჰაერო მიმოსვლის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ამ თვეში მგზავრთა რაოდენობამ 15 მილიონ 215 ათას კაცს მიაღწია, ხოლო 10 თვის მონაცემებმა კი 144 მილიონ კაცს გადააჭარბა.

ყველაზე მეტი მგზავრი მიიღო და გადაიყვანა სტამბოლის ათათურქისა და კიდევ საბიჰა გოგჩენის სახელობის აეროპორტებმა და მათზე მოდის მთლიან მგზავრთა 48%.

ამავე ცნობით გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 10,8%-ით მოიმატა ავიახაზებით ტვირთების გადაზიდვამაც და მან 2 მილიონ 462 ათას ტონას გადააჭარბა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები