უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ბუნებრივი აირის საკითხში

საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერეს ბრიუსელში

176113
უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ბუნებრივი აირის საკითხში

უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ბუნებრივი აირის საკითხში.
მხარეებმა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის ზამთრის განმავლობაში უწყვეტად გაზის მიწოდებას, ხელი მოაწერეს ბრიუსელში, ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ.
ევროკავშირის კომისიის თავჯდომარის ჯენ კლოუდ ჯუნკერის განცხადებით, ხსენებული შეთანხმებით, ევროპელებს არავითარი საბაბი არ დარჩათ იმისათვის, რომ შეეშინდეთ ზამთარში გაყინვისგან.
შეთანხმებით, კიევი მომავალი წლიდან, 1000 კუბუმეტრი ბუნებრივი გაზისსთვის გადაიხდის 365 დოლარს.
გარდა ამისა, უკრაინა რუსეთს წინასწარ გადაუხდის მილიარდ 450 მილიონი დოლარის ვალს.
წლის ბოლომდე კი, კიევი მოსკოვს გადაუხდის მილიარდ 650 მილიონ დოლარის ვალს.
უკრაინის ამ ვალების გადახდისთვის მოსალოდნელია ევროკავშირის მხრიდან კრედიტის გამოყოფა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები