საფრანგეთში პილოტები უკვე 9 დღეა გაფიცულები არიან

პილოტებმა პარიზში პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაცია გამართეს და დეპუტატებს მხარდაჭერა სთხოვეს

136308
საფრანგეთში პილოტები უკვე 9 დღეა გაფიცულები არიან

საფრანგეთში პილოტები უკვე 9 დღეა გაფიცულები არიან.

პილოტებმა პარიზში პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაცია გამართეს და დეპუტატებს მხარდაჭერა სთხოვეს.

დემონსტრაციაში მონაწილე 200 მფრინავი აცხადებს, რომ Air France-KLM-ის პროექტი Transavia სამსახურიდან თანამშრომლების დათხოვას გამოიწვევს. მათივე თქმით, ყოველწლიურად Air France-ს თანამშრომელთა რიცხვი მცირდება და ასეთ ვითარებაში სხვა ქვეყნებში Transavia-ს სახელით ახალი ცენტრების გახსნა სისულელეა.

Air France-ს იმედი აქვს, რომ თავის ბაზაზე იაფი ბილეთის გასაყიდი Transavia -ს პროექტით საერთაშორისო არენაზე მას უკეთესი კონკურენციის უნარი ექნება.

პილოტების გაფიცვების გამო Air France KLM-ს რეისების ნახევარი გაუქმებულია. გაფიცვით გამოწვეული თითოეული დღის დანაკარგი კი 20 მილიონი ევროა. 

საფრანგეთის პრემიერმინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, გაფიცვა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე და იმ მოტივით, რომ ეს კომპანიას საფრთხეს უქმნის, პილოტებს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამსახურს. 

 

 

 

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები