რუსეთმა უკრაინელი მილიარდერის ქონება დააყადაღა

უკრაინაში "პრივატ" ჯგუფის დამფუძნებელი კოლომოისკი 3 მილიარდ 645 მილიონი დოლარით უკრაინის რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია

112482
რუსეთმა უკრაინელი მილიარდერის ქონება დააყადაღა

რუსეთმა უკრაინელი მილიარდერის ქონება დააყადაღა.

რუსეთმა, უკრაინის დნეპროპეტროვსკის მხარის გუბერნატორის, იგორ კოლომოისკის, ქონება დააყადაღა. 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, უკრინის ხელისუფლებისა და ქვეყნის აღმოსავლეთში სეპარატისტებთან მებრძოლი საჯარისო ნაწილების მატერიალური დახმარების გამო, "დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში მშვიდობისა და კაცობრიობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის ჩადენის" ბრალდებით, კოლომოისკის რუსეთში არსებული ქონება დააყადაღა. 

კოლომოისკის რუსეთში მდებარე ყველა ოფისსა და კომპანიაში ჩხრეკა ჩატარდა და მათ საგამოძიებო კომიტეტმა ყადაღა დაადო.

უკრაინაში "პრივატ" ჯგუფის დამფუძნებელი კოლომოისკი 3 მილიარდ 645 მილიონი დოლარით უკრაინის რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ივნისში კოლომოისკზე და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მოგვიანებით კი მოსკოვის სასამართლომ "ორგანიზებული მკვლელობის",  "ომის დრიოს აკრძალაული იარაღის გამოყენების", "ადამიანის გატაცების" და "ჟურნალისტების საქმიანობისათვის ხელის შეშლის" ბრალდებით კოლომოისკის დაუსწრებლად მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. 

 

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები