თურქული ავიაკომპანიები კიდევ 24 საათი არ იფრენენ ისრაელში

69793
თურქული ავიაკომპანიები კიდევ 24 საათი არ იფრენენ ისრაელში


თურქეთის ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრი ლუტფი ელვანი გუშინ ანკარაში პრესის წარმომადგენლებს იფთარზე შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ თურქეთის ავიაკომპანიებს წინა საღამოს, 22 საათიდან 24 საათით ისრაელში ფრენები აეკრძალათ და ეს ვადა ისრაელში ისევ არსებული რისკის გამო კიდევ 24 საათით იქნა გაგრძელებული.

აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო სამმართველომ (FAA) კი ამერიკულ ავიაკომპანიებს ისრაელში ფრენებზე დაწესებული აკრძალვა მოუხსნა.

აშშ-ს ფედერალურ საავიაციო სამმართველოში გაკეთებული განცხადების თანახმად, აკრძალვა ადგილობრივი დროით 23.45 საათზე მოიხსნა, ამის მიზეზად კი ისრაელში უსაფრთხოების ვითარების შეფასება და ისრაელის ხელისუფლების მიერ სამოქალაქო ავიაციის მიმართ რისკების შესამცირებლად გატარებული ღონისძიებები დასახელდა.

ცნობისათვის, აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო სამმართველომ გუშინწინ უსაფრთხოების გამო ამერიკულ ავიაკომპანიებს ისრაელში ფრენა 24 საათით აუკრძალა, გუშინ კი ეს ვადა კიდევ 24 საათით იქნა გაგრძელებული. აკრძალვის გადაწყვეტილება ბენ გურიონის აეროპორტიდან დაახლოებით ერთი მილის დაშორებით რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ იქნა მიღებული. აშშ-ს ფედერალური საავიაციო სამმართველოს ამ გადაწყვეტილებას რესპუბლიკელი სენატორის ტედ კრუზის თაოსნობით ზოგიერთი ამერიკული წრისა და ისრაელის მთავრობის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები